2021 წლის 17 მაისიდან საქართველო კვლავ გადაყვანილი იქნა მაღალი რისკის ქვეყნების სიაში.
შვეიცარიის მთავრობის N818.101.24 განკარგულების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეები შვეიცარიაში შემოსვლას შესძლებენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში:
• ოჯახის ახლო წევრები, ანუ მეუღლე, რეგისტრირებული პარტნიორი და მცირეწლოვანი შვილები;
• იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა ან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. კერძოდ: მეუღლე, პარტნიორი, მშობელი, ძმა ან და, შვილი, შვილიშვილი, ან და-ძმა.
• შვეიცარიაში შესვლა აუცილებელია სამედიცინო მკურნალობის გასაგრძელებლად, რომელიც დაიწყო შვეიცარიაში ან საზღვარგარეთ;
• უცხოელი მეუღლისა და შვეიცარიის მოქალაქის უცხოელი არასრულწლოვანი შვილები, რომელთაც სურთ შვეიცარიაში დაბრუნდნენ შვეიცარიის მოქალაქესთან ერთად განსაკუთრებული სიტუაციის გამო, მაგალითად, ევაკუაციის შემთხვევაში;
• ოფიციალური ვიზიტების შემთხვევაში განსაკუთრებული აუცილებლობის გათვალისწინებით, როგორიცაა საერთაშორისო ვალდებულებები;
• ეკიპაჟის წევრები დაგეგმილი, სპეციალური და ჩარტერული ფრენების გათვალისწინებით;
• ოჯახის ახლო წევრები (ბავშვები, შვილიშვილები, მშობლები; და-ძმები) სამედიცინო დახმარების გაწევისა და მოვლის მიზნით.
შვეიცარიაში გადაუდებელი ოფიციალური, საქმიანი, ჰუმანიტარული ვიზიტების აუცილებლობის შემთხვევაში, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა მიმართონ შვეიცარიის საელჩოს ქ. თბილისში სპეციალური მგზავრობის ნებართვის მიღების მიზნით.
ასევე, სასწავლო ან სამუშაო ვიზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, გამგზავრებამდე, კონსულტაცია გაიარონ შვეიცარიის საელჩოში საქართველოში, რათა დადასტურებული იქნას მათი ვიზის მოქმედება.
2021 წლის 17 მაისიდან სავალდებულოა თვიიზოლაციის /კარანტინის პირობების დაცვა საქართველოდან შემოსული პირებისთვის.
თვითიზოლაციის/კარანტინის წესები
2021 წლის 8 თებერვლიდან შვეიცარიაში შემომსვლელი ყველა პირისთვის სავალდებულო გახდა ნეგატიური PCR ტესტის ცნობის წარდგენა საზღვარზე. PCR -ცნობის წარდგენა არ ათავისუფლებს მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსულ პირებს თვითიზოლაციის ვალდებულებისაგან, თუმცა მათ შეუძლიათ საკუთარი სახსრებით გაიკეთონ განმეორებითი ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მეშვიდე დღეს გათავისუფლდნენ თვითიზოლაცია/კარანტინის ვალდებულებისაგან.
ასევე 2021 წლის 8 თებერვლიდან სავალდებულო გახდა შვეიცარიაში შემოსვლამდე ელექტრონული ფორმის შევსება, სადაც აისახება ქვეყანაში ყველა შემომსვლელის მონაცემები Entry form.