რაჭისა და სვანეთის შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რიგით მესამე „გემო ფესტს“ ქუთაისში 17-18 ივნისს გამართავს. „გემო ფესტი“ ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ჩატარდება.
„გემო ფესტი“-ს მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში გასტრო ტურიზმის განვითარებას, ქართული სამზარეულოს გამრავალფეროვნებას, ახალი გემოების აღმოჩენას, ქართული სთრითფუდის შექმნას და ბაზარზე დამკვიდრებას, რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარებას.
“ამჯერად გემო-ფესტს იმერეთი მასპინძლობს. საბოლოო სამზადის გავდივართ, რათა 17-18 ივნისს მზად დავხვდეთ სტუმრებს მრავალფეროვანი კერძებითა და „გასთრითფუდებული“ იმერული სამზარეულოთი. ველოდებით ბევრ სტუმარს რათა დააგემოვნოს იმერლების მიერ მომზადებული კერძები და ასევე გაიცნონ მონაწილეები, რომლებსაც ყველას თავისი ისტორია აქვს, ყველა ძალიან საინტერესო ადამიანია და ჩვენ ასევე ვპირდებით ფესტივალზე ჩამოსულ სტუმრებს ძალიან საინტერესო გარემოს, სახალისოს, გასართობ მუსიკალურ ნაწილსაც და გელოდებით ყველას 17-18 იმერეთში, ქუთაისში გემო ფესტზე“ – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს უფროსი ეკა ყოლბაია.
გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.
“გემო ფესტის” მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა.
მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, გამოცდილი შეფ-მზარეულები მონაწილეებს შეარჩევენ და მასტერკლასებს ჩაუტარებენ.
„„მინდა წარმატებები ვუსურვო ამ ფესტივალში ჩართულ ადგილობრივ კერძო სექტორს. ვიმედოვნებ რომ ამ პროექტით მიღებული გამოცდილება გამოადგება, როგორც მათ ასევე ჩვენს რეგიონს. ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ დატვირთული ტურისტული სეზონისთვის, ეს იქნება ერთერთი საინტერესო ღონისძიება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ტურისტული კომპანიები გაითვალისწინებენ მას თავიანთ პროგრამებში. ამასთან ერთად დიდი სიამოვნებით ვუმასაპინძლებთ, როგორც ტურისტებს, ისე სტუმრებს საქართველოს დანაჩენი რეგიონებიდან.“ – აცხადებს მარი დევიძე იმერეთის დმო-ს ხელმძღვანელი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.