? 15 ივნისიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები იხსნება!

✅ ყველა ვიზიტორთა ცენტრი 15 ივნისიდან განაგრძობს მუშაობას და ვიზიტორთა მიღებას. მოგზაურობისას გთხოვთ გაითვალისწინოთ ახალი კორონავირუსის COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული შეზღუდვები.

⚠ COVID-19 პანდემიისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას:

▪შენობებში და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში), გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს;
▪ ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა;
▪დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;
▪რეკომენდირებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად https://guru.ge/ -ზე

⚠ ზოგადი რეკომენდაციები:

▪თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
▪ მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა;
▪ ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
▪ მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას;
▪ ხველისა და ცემინებისას, პირზე და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
▪გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ საპნით.