ავიაკომპანია Israir Airlines-ი თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე სპეცრეისს განახორციელებს, რომელიც საქართველოს მიერ რეგულარული რეისების შეჩერების შემდეგ რიგით მეოთხე რეისია. ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, Israir Airlines-ი აღნიშნულ რეისს 13 მაისს განახორციელებს. აღნიშნულ ავიარეისზე ბილეთების რეალიზაცია მოხდება ონლაინ რეჟიმში, ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე: www.israir.co.il
ბილეთის ღირებულება კი თელ ავივი-თბილისის ავიარეისზე (ერთი გზა) 219 დოლარს შეადგენს.