ფოტო: shutterstock.com
მსოფლიოში ყველა მოგზაურს აუცილებლად აერთიანებს ერთი რამ – ჩემოდანი. ბევრისთვის ჩემოდნის ჩალაგება სიამოვნებაა, თუმცა ბევრისთვის აუტანელი პროცესი, რადგან მიაჩნია, რომ მასში არასდროს არაფერი ეტევა. BBC-მ შეადგინა რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც დაგეხმარებათ ჩემოდანში ადგილის დაზოგვასა და ყველა საწირო ნივთის განთავსებაში.
1. ჩააწყვეთ თქვენს ფეხსაცმელში პატარა ნივთები – მაგალითად, წინდები, შორტი. ეს ბევრ ადგილს დაგიზოგავთ. ასევე დაგეზოგებათ ადგილი თუ ბიუსტჰალტერის „ჭიქებში“ მოაქცევთ რაიმე ნივთს (მაგალითად, წინდებს).
2. ტანსაცმელი კი არ დაკეცოთ, არამედ გადაახვიეთ ისე, რომ მილის ფორმა ჰქონდეს. უფრო მეტი ადგილის დასაზოგად დახვეული ტანსაცმელი თოკით ან რეზინით შეკარით.
3. გამოიყენეთ ვაკუუმ პარკები – მათი დახმარებით საგრძნობლად შეამცირებთ ადგილს.
4. ფეხსაცმელი ჩემოდანში ჩადეთ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით.
5. ინვესტიცია ჩადეთ ელექტრონულ წიგნში – წიგნების წამკითხველი ელექტრონული მოწყობილობა მოგზაურობისას ჩანთასა თუ ჩემოდანში რამდენიმე წიგნის ადგილს დაგიზოგავთ.
6. ყველაფერი, რის ჩადებასაც ჩემოდანში ვერ ახერხებთ ჩაიცვით. მაგალითად, სქელი ჯემპრი, ან ქურთუკი. მგზავრობის დროს უპირატესობა მიანიჭეთ დახურულ ფეხსაცმელს (მაღალყელიანს ან დაბალს) და არა სანდლებს, სანდლები ჩემოდანში შეინახეთ.
7. ალბათ გაქვთ საყვარელი სუნამო, რომელიც მოგზაურობისას თან გინდათ რომ გქონდეთ. იმისთვის, რომ ჩემოდანში სუნამოს შეფუთვა არ გატყდეს, ის წინდებში მოათავსეთ.
8. მძიმე ნივთები ჩემოდნის ძირზე განალაგეთ, ისე, რომ ჩემოდნის სახელურით ტარების დროს, სიმძიმე მიწისკენ იყოს მიმარტული.
9. წინასწარ დაგეგმეთ თუ რას ჩაიცვამთ მოგზაურობის დროს. რა თქმა უნდა, “ყოველი შემთხვევისთვისაც” დამატებით რამე უნდა გააყოლოთ ხელს.
10. სანამ კოსმეტიკისა და აბაზანის საშუალებებს ჩემოდანში ჩაალაგებთ, საკვებისთვის განკუთვნილი პარკი შემოაკარით. ეს მგზავრობის დროს თქვენს ტანსაცმელს შემთხვევითი დასვრისგან დაიცავს.
11. პარეო პირსახოცთან ერთად გაახვიეთ. სანაპიროსთვის კიდევ ერთი პირსახოცის წაღებას, სჯობს მსუბუქი პარეო შეიძინოთ.
12. შეეცადეთ, რომ თქვენი ჩემოდანი სხვებისგან რამენაირად განსხვავდებოდეს, მაგალითად შეარჩიეთ მკვეთრი ფერის ჩემოდანი, ნახატებიანი, ან ფერადი ლენტა შემოახვიეთ.
ასევე გთავაზობთ ინფორმაციას იმ აუცილებელი მედიკამენტების და სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელიც გამოგადგებათ ყველგან, სადაც არ უნდა ისვენებდეთ. რჩევები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის ამერიკული ცენტრების და ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელთა რეკომენდაციებს ეფუძნება.
წყარო: imedinews.ge