საჰაერო მოძრაობის მართვისას უმნიშვნელოვანესია ტექნიკური უზრუნველყოფა, ფრენების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი სისტემების სპეციფიკაცია, ინსტალაცია, ინტეგრაცია, დაკალიბრება, ორგანიზება და მონიტორინგი. ამ ყველაფერს საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ ტექნიკური კომპლექსი უზრუნველყოფს.
შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა პროფესიული დღე ქართველ საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების ინჟინერ-ტექნიკოსებს მიულოცა:
“12 ნოემბერი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ არსებობენ საავიაციო სპეციალისტები, სამსახურები და ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში კოორდინირებულად მუშაობენ და ზრუნავენ იმაზე, რომ საჰაერო ხომალდები დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ, ყოველგვარი საავიაციო ინციდენტის გარეშე გადაადგილდნენ. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ საქაერონავიგაციას საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების ინჟინერ-ტექნიკოსთა პროფესიონალი გუნდი ჰყავს, რომელიც თავს არ ზოგავს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების მაღალი დონის შესანარჩუნებლად. გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს, გისურვებთ მშვიდობას და წარმატებებს!”