Dubai International-ის (DXB) ყველა ავიაკომპანია ბაზირებას Al Maktoum International-ში (DWC) მოახდენს. ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომლის ღირებულებაც 128 მილიარდი დირჰამია სამგზავრო ტრაფიკს წელიწადში 260 მილიონამდე გაზრდის და 10 წელიწადში „სრულად აიღებს საკუთარ თავზე“ DXB-ის ოპერაციებს.
დუბაის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისათვის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, როგორც მთავარი ჰაბი და „დააკმაყოფილებს 100 მილიონზე მეტი სტუმრის საჭიროებებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – აღნიშნულია ორივე აეროპორტის ოპერატორის განცხადებაში.
დუბაიში დაფუძნებულმა ავიაკომპანია Emirates-მა ახალ აეროპორტს უკვე უწოდა “მომავალი სახლი”
DWC-ის ფართობი DXB-ზე ხუთჯერ დიდი იქნება და ექნება ხუთი პარალელური ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი და ხუთი სამგზავრო ტერმინალი.
“ალ-მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტს ექნება მსოფლიოში ყველაზე დიდი ტევადობა 260 მილიონამდე მგზავრით”, – თქვა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდმა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა და დუბაის მმართველმა.
მას შემდეგ, რაც საამიროები აშენებს “მთელ ქალაქს” ცენტრის გარშემო სამხრეთ დუბაიში, მას მოჰყვება მოთხოვნა მილიონ ადამიანზე გათვლილ საცხოვრებელზე, – თქვა მან. აქ განთავსდება ლოჯისტიკისა და საჰაერო ტრანსპორტის სექტორში მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ოფისები.