2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 38,20%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 72 900-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 24,60%-ით მეტია 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 38,20-ით ნაკლები 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებლებთან.
2019 წლის 10 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 117 955 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის 9 თვეში კი 58 509 გადაფრენა.