საქართველოს მთავრობა, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის რეგულარულ რეისებზე დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში მორიგი ცვლილების შეტანის შემდეგ საქართველო რეგულარული ფრენებისთვის ნაწილობრივ იხსნება.
2020 წლის 13 ივლისიდან იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
- მიუნხენი (ICAO-ის კოდი EDDM);
- პარიზი (ICAO-ის კოდი LFPG);
- რიგა (ICAO-ის კოდი EVRA);
2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან დაემატება ის პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისები, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
- დოჰა (ICAO-ის კოდი OTHH);
- ვარშავა (ICAO-ის კოდი EPWA);
- ათენი (ICAO-ის კოდი LGAV);
- ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
- ვენა (ICAO-ის კოდი LOWW);
- ბერლინი (ICAO-ის კოდი EDDB);
- მილანი (ICAO-ის კოდი LIME);
ასევე, 2020 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ის კოდი UGKO) და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის (ICAO-ის კოდი EVRA), 1 ნოემბრიდან დაემატება ის პირდაპირ რეგულარული საერთაშორისო რეისები, რომლებიც სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
- კატოვიცე (ICAO-ის კოდი EPKT);
- ვილნიუსი (ICAO-ის კოდი EYVI);
- დორტმუნდი (ICAO-ის კოდი EDLW).