1-ლი ივლისიდან Air Astana საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების განახლებას ვარაუდობს. ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს 20 ივნისიდან ეტაპობრივად აღადგენს.
კომპანიის ინფორმაციით კი ფრენები საქართველოსა და სამხრეთ კორეის მიმართულებით 1-ლი ივლისიდან განაახლებს.
უფრო კონკრეტულად კი ალმათი-თბილისი-ალმათის საჰაერო ხაზზე Air Astana რეგულარული ფრენების განახლებას 1-ელი ივლისიდან, ხოლო ალმათი-ბათუმი-ალმათის საჰაერო ხაზზე კი 3 ივლისიდან გეგმავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ალმათი-ბათუმი-ალმათი Air Astana-თვის ახალი მიმართულებაა.