8-14 სექტემბრის პერიოდში საქართველოში 143 რეისი (მოფრენა-გაფრენა) შესრულდა. Eurocontrol-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, წინა კვირასთან შედარებით, ეს 2%-ით მეტია. ამასთან, 1%-იანი ზრდა ფიქსირდება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც.

საქართველოს გარდა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ზრდა მხოლოდ ოთხ ევროპულ ქვეყანაში ფიქსირდება – ალბანეთში (+46%), ბოსნია და ჰერცეგოვინაში (+36%), სომხეთსა (+29%) და საბერძნეთში (+5%).

2019 წელთან შედარებით, ყველაზე დიდი ვარდნაა უკრაინაში (-100%), ლატვიასა (–35%) და სლოვენიაში (–35%).

Eurocontrol-მა აეროპორტების პუნქტუალურობის სტატისტიკაც გამოაქვეყნა. მსხვილ აეროპორტებს შორის საუკეთესო შედეგი ოსლოსა (Gardermoen) და ჰელსინკის (Vantaa) აეროპორტებშია, ყველაზე მეტი დაგვიანება კი ლონდონის გატვიკის აეროპორტში ფიქსირდება.