ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air მგზავრებს ბარგის გადატანის ახალი და უფრო გამჭვირვალე წესების შესახებ შეგახსენებთ. ერთ კვირაში ძალაში შედის სიახლე, რომელიც ნებისმიერ რეისზე ჩასხდომის პროცედურას კიდევ უფრო გაამარტივებს. ამასთან, შემცირდება თვითმფრინავის გაფრენის დაგვიანების შემთხვევების რაოდენობაც.
1 ნოემბრიდან ყველა მგზავრს საშუალება ექნება, ბორტზე აიტანოს ერთი უფასო ხელბარგი (40x30x20 სმ). მგზავრებს, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით ისარგებლებენ, საშუალება ექნებათ, უფასო ხელბარგთან ერთად, თვითმფრინავის სალონში აიტანონ საგორებელი ჩანთაც (55x40x23 სმ). მომხმარებელთა გამოხმაურებისა და ცვალებადი სამგზავრო მოთხოვნების შესაბამისად, ავიაკომპანიამ 10კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის გადატანის შეთავაზება შეიმუშავა. კომფორტული და, ამავდროულად, დაბალბიუჯეტიანი სამგზავრო გამოცდილების უზრუნველსაყოფად, რეგისტრირებული ბარგის ფასი სულ რაღაც 7 ევროდან იწყება.
ავიაკომპანიის ბარგის გადატანის ახალი წესები მგზავრთა არჩევანის თავისუფლებას ეფუძნება. მგზავრებს საშუალება აქვთ, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ხელბარგისა და ბარგის 50-ზე მეტი კომბინაციიდან აარჩიონ.
Wizz Air მგზავრებს მოუწოდებს, ბარგი უფრო კომპაქტურად ჩაალაგონ, ან შეიძინონ WIZZ პრიორიტეტის სერვისი, რომელიც მოიცავს თვითმფრინავის სალონში როგორც უფასო ხელბარგის, ასევე სამგზავრო ჩანთის ატანას, პრიორიტეტულ რეგისტრაციასა და ჩასხდომას. ამასთან, WIZZ პრიორიტეტით სარგებლობის მინიმალური საფასური სულ რაღაც 5 ევროა.
მგზავრებს, რომელთაც 10 ოქტომბრამდე დაჯავშნეს 1 ნოემბრის შემდომ დაგეგმილი რეისები და არ სარგებლობენ WIZZ პრიორიტეტის სერვისით, საშუალება ექნებათ, გადაიტანონ 10კგ რეგისტრირებული ბარგი. ხოლო მგზავრებს, რომელთაც რეგისტრირებული ბარგი აქვთ შეძენილი, ავიაკომპანია WIZZ პრიორიტეტის სერვისით უზრუნველყოფს.
WIZZ Air-ს სჯერა, რომ ბარგის პოლიტიკის მიმართ აღნიშნული გამჭვირვალე მიდგომა ხელს შეუწყობს უფრო კომფორტული და სწრაფი ჩასხდომის პროცესის ორგანიზებას და მოგზაურობის გამოცდილების გაუმჯობესებას. ამასთან, შემცირდება თვითმფრინავის გაფრენის დაგვიანების შემთხვევების რაოდენობაც. ახლა უფრო დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბორტზე ხელბარგის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. ბარგის ზომებისა და წონის მრავალფეროვანი არჩევანის შესაბამისად, მგზავრებს საშუალება აქვთ, ყველაზე ოპტიმალური კომმბინაცია ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად აირჩიონ.
იოჰან ეიდჰაგენმა აღნიშნა: „სულ რაღაც ერთი კვირა რჩება მანამ, სანამ ჩვენი ახალი, გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბარგის პოლიტიკა ძალაში შევა. სიახლე ჩვენს მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბორტზე უფასო ხელბარგის ატანა ყველას შეუძლია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ბარგის გადატანის 50-ზე მეტი კომბინაცია მომხმარებელთა ინდივიდუალურ მოთხოვნებს მოერგება. მათ საშუალება ექნებათ, გადაიხადონ მხოლოდ იმ სერვისის საფასური, რომელიც სჭირდებათ. 1 ნოემბრიდან ჩვენთან ერთად მგზავრობა უფრო კომფორტული იქნება. ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ ყველაზე დაბალი ფასების შემოთავაზებას ჩვენი ფართო ქსელის 44 ქვეყნის 143 ქალაქის მასშტაბით“.
ბარგის გადატანის ახალი წესები 30 წამში (ვიდეო)
Wizz Air-ის შესახებ:
ავიაკომპანია Wizz Air არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 104 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 600-ზე მეტი მიმართულებით 25 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 44 ქვეყნის 143 ქალაქს. Wizz Air-ის გუნდი, რომელიც დაახლოებით 4,000 ავიაციის პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც Wizz Air ბოლო 12 თვის განმავლობაში 32 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. ავიაკომპანია Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. Wizz Air დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანია დასახელებულია 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორების, და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ. ახლახანს ავიაკომპანიას AirlineRatings.com-ზე უსაფრთხოების ყველაზე მაღალი რეიტინგი, 7 ვარსკვლავი მიენიჭა. AirlineRatings.com მსოფლიოში ერთადერთი სააგენტოა, რომელიც ავიაკომპანიების უსაფრთხოებისა და მათი მომსახურების რეიტინგებს აერთიანებს. ასევე ახლახანს Aviation 100-მა, გამოცემამ, რომელიც ყოველწლიურად განსაკუთრებულ კომპანიებს გამოარჩევს, Wizz Air წლის ევროპულ ავიაკომპანიად დაასახელა