1 დეკემბრიდან სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების ახალი წესი ამოქმედება იგეგმება.
ნორმატიული აქტის პროექტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქმედი საავიაციო საწარმოებს წარუდგენს და მოუწოდებს შენიშვნები სააგენტოს გაუზიარონ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განსახილველად წარადგენსგ:
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანების პროექტს – “სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის” დამტკიცების შესახებ
წესის ამოქმედება იგეგმება 2018 წლის 1 დეკემბრიდან, შესაბამისად აღნიშნული ვადიდან ძალადაკარგულად გამოცხადდება „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 14 აგვისტოს №137 ბრძანება. ნორმატიული აქტის პროექტის მიხედვით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებას, გარდა SAFA შემოწმებისა და საავიაციო უშიშროების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებისა, სიმძიმის მიხედვით მიენიჭება I ან II დონე.
შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 20 ივლისამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: LEG@gcaa.ge