უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვოლოდიმირ ომელიანი აეროპორტების აღორძინების მიზნით მიზნობრივი საავიაციო ფონდის შექმნას გეგმავს.

“ახლა მთავარი კითხვაა, შევძლებთ თუ არა დავარწმუნოთ მთავრობა და პარლამენტი, რომ მომავალი წლისთვის ე.წ. საავიაციო ფონდი შეიქმნას. რომელიც თავის მხრივ მიზნად ისახავს უკრაინის აეროპორტების რეკონსტრუქციის მიზნობრივ დაფინანსებას”, – განაცხადა ომელიანმა.