რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი რუსეთიდან საქართველოს თბილისის მიმართულებით დაგეგმილ რეისებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, დღეიდან 18 ნოემბრამდე შეძენილ ავიაბილეთებზე იმოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

ფასდაკლებით ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია Ural Airlines-ს ვებ-გვერდზე www.uralairlines.com და ასევე ავიაკომპანიის მობილური app-ის მეშვეობით.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფასდაკლება გავრცელდება შემდეგ მიმართულებებზე: მოსკოვი – ბათუმი, მოსკოვი – ქუთაისი, მოსკოვი (ჟუკოვსკი) – თბილისი, სანკტ-პეტერბურგი – თბილისი და ეკატერინბურგი -თბილისი.

30%-იანი ფასდაკლების აქცია ვრცელდება 12 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე და ასევე 3 იანვრიდან 20 თებერვლამდე  განხორციელებულ რეისებზე.