თურქეთი ქვეყნის ლოგოტიპად ტიტას აღარ გამოიყენებს. ქვეყანა ახალი ლოგოტიპის შექმნაზე მუშაობს. მიღებული გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის მარკეტინგული და ტურისტული რეკლამირება ახალი ლოგოტიპით უნდა მოხდეს და სწორედ ამ ფონზე ქვეყანა „ტიტაზე“ უარს ამბობს. ახალი ლოგოტიპის შესაქმნელად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ის 2019 წლის 8 იანვარს ჩატარდება.

მიიჩნევა, რომ 5 წლიანმა სარეკლამო კამპანიამ „თურქეთი-სახლი“ საკუთარი რესურსები უკვე ამოწურა.

თურქეთი 2019 წლისთვის გათვლას 50 მლნ ტურისტზე აკეთებს, 2018 წლის გეგმა კი 41 მლნ უცხოელი ტურისტია.