თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა მიერ დარჩენილი თუ დაკარგული ნივთების 40%-ი ტანსაცმელსა და საკვებ პროდუქტებზე მოდის.

თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკარგული და ნაპოვნი ნივთების ოფისში ნივთების 90%-ი ბარდება უსაფრთხოების სამსახურის მიერ, დანარჩენი კი 10%-ი სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ.

მგზავრებს ნივთები რჩებათ ძირითადად გაფრენის დარბაზსა და გასასვლელ ხიდში (GATE).

„ტავის“ მიერ მოწოდებული, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკარგული და ნაპოვნი ნივთების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი – 40%-ი;
  • ცარიელი ჩანთები – 20%-ი;
  • სათვალე, საათი და სხვ აქსესუარი – 20%-ი;
  • მობილური ტელეფონი, კომპიუტერი – 10%-ი;
  • ფული, სხვადასხვა ძვირფასეულობა – 10%-ი.