უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია  SkyUp-ი 2019 წლის საზაფხულო განრიგს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, ავიაკომპანია კიევიდან ფაროს (პორტუგალია) მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია ტუროპერატორ JoinUP!-ის საიტზე.

ფრენები კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება და მარშრუტი აქტიური 1-ელი ივნისიდან 23 ოქტომბრამდე იქნება.