სირიულ ავიაკომპანიებს ხარჯები გაეზარდათ. ამის მიზეზი, საქართველოს საჰაერო სივრცის ჩაკეტვა გახდა. სირიულ ავიაკომპანიებს საქართველომ საჰაერო სივრცე სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო ჩაუკეტა. ამის შესახებ Syrian Air-ის გენერალურმა დირექტორმა ტაიალ აბდულკარიმ განაცხადა.

თვის საქართველოს საჰაერო სივრცის ჩაკეტვამ, რაც თავის მხრივ ავიაკომპანიებს ხარჯები გაუზარდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება .

„გაიზარდა ფრენის ხანგრძლივობა და ამასთან დაკავშირებით ლაინერის ექსპლუატაციის ხარჯები“, – განმარტავს Syrian Air-ის ხელმძღვანელი.

მისივე განმარტებით, ამ დროისათვის, Syrian Air-ის თვითმფრინავები აღმოსავლეთით, აზერბაიჯანისა და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენენ.

როგორც ცნობილია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. რამდენიმე სირიული ავიაკომპანიისათვის საქართველოს საჰაერო სივრცე ჩაიკეტა.