აეროდრომებისა და აეროპორტების ზედამხედველობა, მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობა:

 ICAO-ს 2018 წლის აუდიტის შედეგების თანამხად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობის მაჩვენებელი 35,57%-დან 92.36%-მდე გაუმჯობესდა. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 59.81%-ს შეადგენს;

 სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიცირებით, დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების შესახებ (მთავრობის 2018წ. 16 თებერვლის N87 დადგენილება), რომელიც სრულ შესაბამისობაშია ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართთან. რეგლამენტის მიზანია აეროდრომის/ვერტოდრომის დაპროექტების, პროექტის შეთანხმების და ექსპლუატაციის პროცესში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზ. და იურ. პირისათვის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომელიც მონაწილეობს ზემოთ ჩამოთვლილ პროცესებში. ამავე რეგლამენტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, დამტკიცდა „აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ ანგარიშის წარდგენისა და შესაბამის გასატარებელ ღონისძიებათა შეთანხმების წესი“, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდა 7 აეროდრომის და 1 ვერტოდრომის შესაბამისობის დადგენის თვითშეფასების დოკუმენტაციის განხილვა და შეთანხმება;

 განხორციელდა აეროპორტებისა და აეროდრომების სრულმასშტაბიანი საინსპექციო შემოწმებები:
• თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;
• ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი;
• ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი;
• მესტიის აეროდრომი;
• ამბროლაურის აეროდრომი;
• აეროდრომი „მიმინო“ (თელავი);
• აეროდრომი „ნატახტარი“;

 ინსპექტირებები ჩატარდა ახალი რეგლამენტის სტანდარტების გათვალიწინებით, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა, დაფიქსირებული შენიშვნების გამოსასწორებელი ღონისძიებები და ვადები შეთანხმდა სააგენტოსთან. მიმდინარეობს მონიტორინგი.

 განხორციელდა შემდეგი უსაფრთხოების მართვის სისტემების დოკუმენტაციის შეთანხმება/ცვლილება:
• შპს „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი“;
• შპს „ტავ ურბან საქართველო“
• შპს „ბათუმის აეროპორტი“

 განხორციელდა საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების საინსპექციო შემოწმებები:
• სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“;
• შპს „ჯორჯიან ეარვეისი“;
• შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“;

 გაიცა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მოწმობები: 4 ახალი მოწმობა, 25 ვადის გაგრძელება;

 დაბრკოლებების სიმაღლეების შეთანხმებისა და აღრიცხვის პროცესის სრულყოფის მიზნით, სააგენტო აქტიურად მონაწილეობდა „დაბრკოლებებისა და რელიეფის ელექტრონული მონაცემთა ბაზის“ დანერგვის პროცესში, რის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან;

 მომზადდა უმოქმედო/ძველი აეროდრომების, ვერტმფრენების საფრენი მოედნების განვითარებისათვის თემატური დოკუმენტები, რომელიც გათვალისწინებული იქნება საქართველოს სივრცითი მოწყობის ერთიან გეგმაში;

 ვერტოდრომების სავარაუდო განთავსების ადგილების შესწავლის მიზნით კონსულტაციები გაეწიათ კერძო ინვესტორებს (თბილისი, ბათუმი);