მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ავიამიმართულებად სეული- ჯეჯუ სის რეისი დასახელდა.

როგორც Routes-ი იტყობინება, 2017 წელს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილდა 13 მლნ ადამიანი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ კორეის დედაქალაქიდან ქვეყნის ერთ-ერთ ქალაქ ჯეჯუ სის მიმართულებით ყოველდღიურად 180 რეისი სრულდებოდა.

2016 წელს კი ეს მიმართულება მსოფლიოში ყველაზე დატვირთულ ავიამიამართულებად დასახელდა. 2017 წლის მაჩვენებლებით სეული-ჯეჯუ სის მიმართულების პოპულარულობა 10%-ით გაიზარდა.

ყველაზე პოპულარული ავიარეისების რეიტინგში მეორე ადგილზეა მელბრუნი-სიდნეის მიმართულება. მესამე პოზიციაზე კი საპორო (იაპონიის სიდიდით მესამე ქალაქი) – ტოკიოს ავიარეისებია.