დიეტოლოგმა ის ავიაკომპანიები დაასახელა, რომელიც მგზავრებს ყველაზე კარგ და ჯანსაღ ბორტკვებას სთავაზობს. დიეტოლოგის კვლევა გამოქვეყნებულია საიტზე Diet Detective.

ნიუ-იორკელმა ექიმმა ჩარლზ პლატკინმა 5 ქულიანი შკალით 11 ამერიკული და კანადური ავიაკომპანიების საკვების რაციონი გადაამოწმა და შესაბამისი კვლევაც დადო.
მას ასე, 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე ჯანსაღი კვება Alaska Airlines-ის ბორტზეა, რომელმაც მთლიანობაში 4.25 ქულა დააგროვა. კვლევამ აჩვენა, რომ Alaska Airlines-ს მიერ შეთავაზებული საკვები 404 კალორიას შეიცავს.

მეორე ადგილზეა ავიაკომპანია Delta, რომელმაც დიეტოლოგის შეფასებით 3,75 ქულა დააგროვა და მთლიანობაში – 500 კალორიას აერთიანებს.

მესამე ადგილზეა – Jet Blue (3,55 ქულა), მეოთხეზე – Air Canada (3,45 ქულა), ხოლო მეხუთეზე – American Airlines (3 ქულა).

ირკვევა, რომ შესწავლილი ავიაკომპანიებიდან ყველაზე არაჯანსაღი კვება Southwest Airlines-ის, Spirit Airlines-სა და Frontier Air-ის ბორტებზეა.