პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გრძელდება. სასტუმრო-ინფრასტრუქტურისგანვითარების მიზნით, თბილისში, აღმაშენებლის N 60-ში მდებარე ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს უფუნქციოდ დარჩენილი შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე იყიდება და მისი საწყისი ღირებულება 35 მლნ ლარია. აუქციონი კი 2019 წლის 9 იანვრისთვისაა ჩანიშნული. ობიექტი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი.

აუქციონის პირობების მიხედვით საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე მინიმუმ 200 ნომრის  მქონე  სასტუმრო ან მრავალფუნქციური კომპლექსი  (რაც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100 ნომრის  მქონე  სასტუმროს და კომერციული დანიშნულების ფართ(ებ)ს, ასევე, შეიძლება მოიცავდეს კვების ობიექტ(ებ)ს) უნდა განთავსდეს. ამ პუნქტით გათვალისწინებული სასტუმრო/მრავალფუნქციური კომპლექსი არუნდა მოიცავდეს  აპარტ ოტელს და საცხოვრებელ ფართებს. პირობების მიხედვითვე, ინვესტორმა პროექტის განხორციელებაში მინიმუმ 100 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

შეგახსენებთ, რომ პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.