საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თანამდებობა დატოვა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, ქეთევან ალექსიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ქეთევან ალექსიძე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებდა. ამ დროისათვის უცნობია თუ ვინ ჩაანაცვლებს ალექსიძეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის პოზიციაზე.