Qatar Airways-ი საკუთარი სასტუმროთა ქსელის გაფართოებას გეგმავს. ავიაკომპანიის დირექტორის აკბარა ალ ბაკერა აცხადებს, რომ კომპანიის გეგმაშია, რომ შვილობილმა კომპანია Dhiafatina-მა იმ მიმართულებებზე სადაც Qatar Airways-ი ოპერირებს საერთო ჯამში სასტუმროთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდოს. რამდენიმე სასტუმროს გახსნა აეროპორტის ტერიტორიაზე იგეგმება.

ამ დროისათვის Dhiafatina-ს კოლექციაში 5 სასტუმროა: Sheraton Skyline, Novotel Edinburgh, Oryx Rotana, Airport Hotel და The Sheraton Melbourne.

შეგახსენებთ, რომ Qatar Airways-მა შვილობილი კომპანია Dhiafatina 2015 წელს გახსნა, რომელიც თავის მხრივ 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების გახსნაზეა ორიენტირებული.