წლის ბოლომდე „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი ბორისპოლის აეროპორტში 140 ათასი მგზავრის მომსახურებას პროგნოზირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორისპოლის საერთაშოროსო აეროპორტის ხელმძღვანელი პაველ რიაბიკინი ავრცელებს.

„მიმდინარე წელს Ryanair-ი გახდა მერვე ახალი ავიაკომპანია, რომელმაც ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ჩვენ ველოდებით,რომ წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი 140 ათასი მგზავრით გაიზრდება“, დააზუსტა რიაბიკინმა.

შეგახსენებთ,რომ Ryanair-ი ევროპის უკრაინის მიმართულებით ფრენებს ევროპული 11 მიმართულებიდან განახორციელებს.

3 სექტემბერს Ryanair-მა კიევის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი განახორციელა. ბერლინი-კიევი-ბერლინის ავიარეისზე დატვირთულობის კოეფიციენტმა 96%-ი შეადგინა.