პირველად საქართველოს ავიაბაზრის ისტორიაში, ბაზრის ლიდერი Wizz Air-ი გახდა. 2018 წლის მაჩვენებლებით, საქართველოს ავიაბარზე ყველაზე მეტ, 587 179 მგზავრს სწორედ, რომ Wizz Air-ი მოემსახურა და ამ მაჩვენებლებით ბაზრის 12%-ის მფლობელი გახდა.

2017 წლის მაჩვენებლებით კი, გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით კომპანია საქართველოს ავიაბაზრის 8%-ს ფლობდა და მესამე ადგილზე იყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2018 წელს Wizz Air-ის შემდეგ ყველაზე მეტ მგზავრს Georgian Airways-ი და Turkish Airlines-ი მოემსახურნენ და ბაზრის 11-11%-ის მფლობელები გახდნენ.

გასული წლის მაჩვენებლებით, Turkish Airlines-ი საქართველოს აეროპორტებში 559 749 მგზავრს მოემსახურა, Georgian Airways-ი კი – 550 831 მგზავრს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის მაჩვენებლებით, Turkish Airlines-ი ბაზრის 12%-ს ფლობდა, ხოლო Georgian Airways-ი 10%-ს. ანუ 1 წლის განმავლობაში Turkish Airlines-მა საქართველოს ავიაბაზრის 1%-ი დაკარგა, ხოლო Georgian Airways-მა ბაზრის წილის ზრდა 1%-ის დონეზე დააფიქსირა.

2018 წლის მაჩვენებლების მიხედვით, გადაყვანილი მგზავრთნაკადით მესამე  ადგილზეა რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი, რომელიც გასულ წელს 294 000 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 6%-ის მფლობელია. კომპანიას 2017 წელს ბაზრის 4%-ი ეჭირა, რას იმას ნიშნავს, რომ 12 თვეში კომპანიის წილი ქართულ ბაზარზე 2%-ით გაზარდა.

გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 5-5%-იანი წილის მფლობელი არიან Fly Dubai და Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) არიან.

ბაზრის 4-4%-იან წილს რუსული ავიაგადამზიდავები იყოფენ: Aeroflot-ი, S7-ი და Pobeda Airlines-ი.

გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზარის 3-3%-იან წილს ფლობენ EL AL Israel Airlines-ი და Pegasus Airlines-ი.

2-2%-ს კი ფლობენ: Azerbaijan Airlines-ი (AZAL), Belavia, Air Arabia, Air Astana, Zagros Airlines-ი, YANAIR-ი, Lufthansa, LOT Polish Airlines-ი, Qeshm Airlines-ი და Qatar Airways-ი.

2018 წლის მაჩვენებლებით, რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 88%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 12%-ი ეროვნულ ავიაგადამზიდავებზე მოდის.

საგულისხმოა, რომ 2018 წელს ადგილობრივ ავიაკომპანიების ჩამონათვალს MyWay Airlines-ი და Ak-Air Georgia შეემატა.

2017 წლის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით კი 90%-ი უცხოურს, ხოლო 10%-ი ადგილობრივ ავიაკომპანიებს ეკავა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 4 მლნ 950 ათას 334 მგზავრი შეადგინა.

PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ხშირად არ ნიშნავს იმას, რომ ავიაგადამზიდავს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. უბრალოდ გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.