ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი თბილისი-კიევი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისების განხორციელებას იწყებს.

5 ოქტომბრიდან, ავიაკომპანია თბილისი-კიევის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შეასრულებს.

Myway Airlines-ში განმარტავენ, რომ 24 ოქტომბრიდან კიევის მიმართულებით ფრენების რაოდენობა გაიზრდება და არსებულ განრიგს ოთხშაბათის ფრენები დაემატება.

Myway Airlines-ი მგზავრებს სპეციალურ ფასებს, თბილისი-კიევი-თბილისის რეისებზე, 30 სექტემბრამდე სთავაზობს.

არსებული შეთავაზებით კი ერთი მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება 199 ლარიდან იწყება, ორმხრივი ბილეთის შეძენა კი 389 ლარიდან იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული ფასები არ ვრცელდება 2018 წლის 20 დეკემბრიდან 2019 წლის 9 იანვრამდე დაგეგმილ ფრენებზე.

ბილეთის ფასი მოიცავს 10 კგ ხელბარგს, 25 კგ ბარგს და კვებას.

Myway Airlines-ის კიევის მიმართულებით ფრენებს ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში (IATAKBPICAOUKBB) განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისი-კიევის მიმართულებაზე უკვე ოპერირებს Georgian Airways-ი (კვირაში 6 სიხშირე), ხოლო კიევი-თბილისის მიმართულებაზე FlyUIA (კვირაში 14 სიხშირე) და YanAir-ი (კვირაში 2 სიხშირე).