AirlineRatings.com-ის რეიტინგით Singapore Airlines-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა. AirlineRatings-მა ავიაკომპანიები 12 კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა, მათ შორის თვითმფრინავების ასაკი, მგზავრების გამოხმაურება, რენტაბელურობა, საინვესტიციო რეიტინგი, პერსონალთან ურთიერთობები და ასე შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ Singapore Airlines-მა მოახერხა და 5 წლიანი ლიდეობის შემდეგ Air New Zealand-ი ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ TOP-10-ში არ მოხვედრილა არც ერთი ევროპული ავიაგადამზიდავი.

მაშ ასე, მსოფლიოს საუკეთესო  ავიაკომპანიების TOP-10 ასე გამოიყურება:

10. Japan Airlines;
9. Cathay Pacific Airways;
8. EVA Air;
7. All Nippon Airways (ANA);
6. Emirates;
5. Virgin Australia;
4. Qatar Airways;
3. Qantas;
2. Air New Zealand;
1. Singapore Airlines.