მსოფლიოს ყველაზე ტექნოლოგიურ ავიაკომპანიად Qatar Airways-ი დასახელდა. ინდონეზიურმა დაჯავშნის ციფრულმა პლატფორმა Traveloka-მ მსოფლიოს ტექნოლოგიური ავიაკომპანიების რეიტინგი შეადგინა.

Traveloka-ს ექსპერტებმა Skytrax-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს საუკეთესო 50 ავიაკომპანიის ტექნიკური შესაძლებლობები გაანალიზეს, მათ შორის ბორტზე Wi-Fi-ს ხარისხით, ინტერნეტ-ტელევიზიის, ბორტზე გართობის სისტემების, ფრენის ტექსტური შეტყობინებების პარამეტრების და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიხედვით.

მაშ ასე, Traveloka-ს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს საუკეთესო ტექნოლოგიური ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. Qatar Airways
2. Emirates
3. Delta Air Lines
4. British Airways
5. JetBlue Airways
6. Cathay Pacific
7. Alaska Airlines
8. Turkish Airlines
9. Etihad Airways
10. Eva Air
11. Oman Air