Airbus-მა ავიაკომპანია Moxy-თან და JetBlue-თან 120 ერთეული A220-300 თვითმფრინავის მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა. როგორც ირკვევა, ამერიკული სტარტაპი ავიაკომპანია Moxy Airbus-გან 60 ერთეულ A220-300 იყიდის.

“Moxy – ეს არის ახალი ავიაკომპანია დევიდ ნილმანის ხელმძღვანელობით,რომელიც იმავდროულად არის JetBlue Airways-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. JetBlue-ს გარდა ნილმანმა ასევე დააფუძნა Azul Brazilian Airlines-ი, რომლის საკონტროლო პაკეტსაც ამ დროისათვის TAP Air Portugal-ი ფლობს”, აცხადებენ Airbus-ში.

ასევე, 60 თვითმფრინავს შეიძენს Airbus-გან ავიაკომპანია JetBlue Airways-იც.