ხევსურეთში ტურისტულად პოპულარულ ადგილებში საინფორმაციო დაფები და მიმართულების მანიშნებლები დამონტაჟდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მაღალმთიან რეგიონში მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყო. საინფორმაციო დაფები და მანიშნებლები ციხე-სოფელ შატილის ორივე შესასვლელთან, ანატორის აკლდამებთან, შატილი-მუცოს გზაგასაყარზე და აბუდელაურის ტბებისკენ მიმავალი ბილიკის დასაწყისში დამონტაჟდა. მანიშნებლები და საინფორმაციო დაფები ტურისტებს ამ ადგილების შესახებ საინტერესო ინფორმაციის მიღებასა და ორიენტირებაში დაეხმარება.

გასულ წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ციხე-სოფელ შატილის მიმდებარე ტერიტორიაზე სასურათე ჩარჩო დაამონტაჟა, რომელიც ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და ინტერნეტსივცეში შატილის ცნობადობის ამაღლებას ხელს უწყობს. ხევსურეთში ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც გეგმავს.

ხევსურეთის პარალელურად ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ანვითარებს სამთო-საფეხმავლო ბილიკებს, ამონტაჟებს სასურათე ჩარჩოებს, მანათობელ კონსტრუქციებს და ახორციელებს სხვა მცირე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.