დაბალბიუჯეტიანმა სასტუმროთა ქსელმა Travelodge-მ იმ უჩვეულო ნივთების თუ ცოცხალი არსებების სია გამოაქვეყნა, რომელიც მათ სტუმრებს 2018 წელს სასტუმროში დარჩათ. სია დიდ ბრიტანეთში 557 სასტუმროში შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა.

მაშ ასე, 2018 წელს სასტუმროს სტუმარს დარჩა ცისფერ თვალებიანი კაკადუ, მეგან მარკლისსაქორწილო კაბის ასლი საქორწილო კაბა, ძვირფასი თვლებით სავსე ხელჩანთა, ნაყინის ფურგონი, და ასევე პოპკორნისგანდამზადებული ნახევარმეტრიანი დათვი.

ერთ-ერთ დიზაინერს სასტუმროში დარჩა ასევე 3 ოქროს თევზი, რომელიც მისი შთაგონების წყარო იყო.

ასევე სასტუმროში დარჩათ 2 კატა, რომელთაც შეჯიბრება მოიგეს და მისი გახარებული მფლობელი სახლში ისე დაბრუნდა.