იტალიის ქალაქ ბარის საკრებულოს დეპუტატმა სტამბოლის ათათურქის აეროპორტის Duty Free-ს ერთ-ერთ მაღაზიაში მზის სათვალე მოიპარა, რომლის ღირებულებაც 185 ევრო იყო.

დეპუტატი მეუღლესთან ერთად დუბაიდან სამშობლოში ბრუნდებოდა და სტამბოლის აეროპორტში გადაჯდომით იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი. დეპუტატი აეროპორტის ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა, სათვალე მოიზომა და ისე დატოვა ტერიტორია, რომ ფული არ გადაუხდია. გარკვეული დროის შემდეგ მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.

ვიდეოკამერების ჩანაწერის საფუძველზე სათვალის გამტაცებლის ვინაობაც მალე დადგინდა.

იტალიელმა დეპუტატმა დაადასტურა, რომ მართლაც გაიკეთა სათვალე და ჩაფიქრებულმა დატოვა მაღაზია. შემდეგ კი ის აეროპორტის საპირფარეშოში დარჩა, სადაც ხელები დაიბანა. აეროპორტის საპირფარეშოში სათვალის პოვნა ვეღარ მოხერხდა.

იტალიელმა არ უარყო, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა და ქურდობა გაუცნობიერებლად მოახდინა.

სტამბოლის სასამართლომ დეპუტატს, აღკვეთ ღონისძიებად, 50 ათასი ლირიანი გირაო შეუფარდა.