3დღეს სტამბოლის ახალი აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიაც დაესწრება.

საწყის ეტაპზე აეროპორტი Turkish Airlines-ის რამდენიმე რეისს მოემსახურება. უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანია ახალი აეროპორტიდან სამ შიდა (ანკარა, იზმირი და ანტალია) და ერთ საერთაშორისო (ბაქო) რეისს განახორციელებს.

დაანონსებული გეგმის მიხედვით, ახალ აეროპორტში სტამბოლის ათათურქისსახელების საერთაშორისო აეროპორტიდან 31 ოქტომბრამდე ყველა მიმდინარე რეისი უნდა გადამისამართებულიყო, თუმცა გეგმა გემად დარჩა.

უკანასკნელი გეგმა კი ასეთია: ახალი აეროპორტი ათათურქის აეროპორტის ყველა რეისს 31 დეკემბრიდან მიიღებს.

ახალი აეროპორტის კოდი ISL იქნება. აეროპორტიდან პირველი კომერციული ავიარეისი 1-ელ ნოემბერს განხორციელდება.

სტამბოლის ახალი აეროპორტს პირველ ეტაპზე დიდი ტერმინალი ექნება. ის წელიწადში 90 მლნ მგზავრის გატარებას შეძლებს.

სამომავლოდ აეროპორტს კიდევ 2 ტერმინალი და 3 ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი შეემატება, რაც აეროპორტს წელიწადში 200 მლნ მგზავრის გატარების საშუალებას მისცემს.

ტერმინალი, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდება იქნება ამ ტიპის მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობა და მასში განთავსდება:

რეგისტრაციისთვის განკუთვნილი 13 ლოკაცია 468 სარეგისტრაციო დახლით;

114 თვითმომსახურების ჯიხური;

51 თვითმომსახურების, ბარგის ჩასაბარებელი ჯიხური;

228 საპასპორტო საკონტროლო-გამშვები პუნქტი;

77 გასასვლელი;

Duty Free-ს ზონა რომელიც 55 ათას კვ/მ ზე იქნება გადაჭიმული;

42 კმ-იანი საბარგო სისტემა, რომელსაც საათში 28,9 ათასი ერთეული ბარგის გადამუშავება შეუძლია.

სტამბოლის მესამე აეროპორტის მშენებლობის

აეროპორტის მშენებლობის ტენდერი 26.14 მლრდ ევროიანი შეთავაზებით Limak-Kolin-Cengiz-MaPa-Kalyon-მა მოიგო. მთავრობის გათვლებით  ექსპლუატაციაში გაშვებიდან 25 წლის შემდეგ აეროპორტის მოგება 22,2 მლრდ დოლარი იქნება.

სტამბოლის ახალი აეროპორტი ქალაქიდან 35 კმ-ითაა დაშორებული და სტამბოლთან მეტროთი იქნება დაკავშირებული და ის 13 გაჩერებას გააერთიანებს. მეტროს ხაზის მშენებლობის პირველი ეტაპი წელს დაიწყება, მეორე – 2021 წელს. წინასწარი გათვლებით პროექტის ბიუჯეტი 4,85 მლრდ თურქული ლირაა.

მეტროს ახალი ხაზი მგზავრს საშუალებას მისცემს აეროპორტში 30 წუთში მოხვდეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მთავრობამ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გადაწყვეტილება მას შედეგ მიიღო, რაც დაინახა, რომ აეროპორტი გაზრდილი მგზავრთნაკადის გატარებას სრულფასოვნად ვეღარ ახდენდა და ინფრასტრუქტურა უფრო მეტად გაფართოების საშუალებასაც აღარ იძლეოდა.