გიორგი ჩოგოვაძე ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის პოსტზე მუშაობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა და თანამშრომლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადად, საქართველოს აეროპორტების საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. ასევე, განიხილეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის საკითხი და ახალი ავიამიმართულებები.

გიორგი ჩოგოვაძე ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორობამდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.