უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA თბილისი-კიევის მიმართულებაზე  სპეციალური ფასის შესახებ აცხადებს.

FlyUIA-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ სპეციალური ფასი 12 და 13 დეკემბერს დაგეგმილ დღის რეისებზე ვრცელდება.

აქციის ფარგლებში ავიაბილეთის ფასი (ერთი გზა) 20 კგ რეგისტრირებული ბარგით 70 ევროდან, ხოლო ბარგის გარეშე 55 ევროდანაა. ფასი მოიცავს აეროპორტების მოსაკრებელსაც.

PS.  სპეციალური ფასი ვრცელდება მხოლოდ მითითებულ რეისებზე და შესაძლებელია კომბინაცია ნებისმიერ სხვა KBP TBS ტარიფთან.