არაბული ავიაკომპანია Emirates-ი შესაძლოა კონკურენტ Etihad Airways-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდეს.

ამ ორი დიდი ავიაკომპანიის გაერთიანებით კი მსოფლიოში უმსხვილესი ავიაკომპანია ჩამოყალიბდება. გავრცელებული ინფორმაციით, Emirates-მა

Etihad Airways-ის შეერთებაზე მოლაპარაკებები სულ ახლახანს დაიწყო და მისი წარმატებით დასრულების დიდი იმედი აქვს.

ამ გარიგების შედეგად კი მსოფლიოში გაჩნდება ერთიანი, გამსხვილებული ავიაკომპანია, რომელიც American Airlines Group Inc-ზე დიდი იქნება. ამ უკანასკნელის კაპიტალიზაცია კი 19.2 მლრდ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის Emirates-ი და Etihad-ი ერთმანეთთან მწვავე კონკურენციაში არიან და ბაზრის სწრაფ გაფართოებაზე არიან ორიენტირებულნი.