ბიზნეს ტურისტები უპირატესობას მარტო მოგზაურობას ანიჭებენ და ამისათვის ხშირად კუპეში ოთხივე ადგილის ბილეთს ყიდულობენ. აღნიშნულის შესახებ საუბარია OneTwoTrip-ის კვლევაში. OneTwoTrip-ს ანალიტიკოსებმა იმ მგზავრების ხასიათი გამოიკვლიეს, რომლებიც უპირატესობას მარტოდ მოგზაურობას ანიჭებენ.

შეკვეთების გაანალიზების შედეგად ირკვევა, რომ მსგავსი მოთხოვნები უმეტესწილად (64%) მამაკაც ბიზნეს ტურისტს აქვს, რომელთა ასაკიც 30-დან 50 წლამდეა.

ცნობისათვის მიმდინარე წლის მაჩვენებლებით მსგავსი ტიპის მგზავრებისა და ზოგადად გაყიდვების მაჩვენებელი რკინიგზაზე 15%-ითაა გაზრდილი.