იზმირის პორტი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს დაუკავშირდება. აღნიშნულის განცხადება თურქეთის ტრანსპორტის, გადაზიდვისა და კომუნიკაციების სამინისტროში გააკეთეს.
ამ დროისათვის პროექტი დამუშავების სტადიაშია.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ერთმანეთს პირდაპირ აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. თავდაპირველად პროექტის დამთავრება 2010 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ შემდგომ — 2013 წლამდე გადაიდო. 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა, ზია მამედოვმა განაცხადა, რომ პროექტი 2015 წლის მეორე ნახევრამდე ვერ დასრულდებოდა და ახალი სამგზავრო მატარებლები 2016/17 წლამდე ვერ გაივლიდნენ.
2015 წლის 29 იანვარს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა, ხოლო 2017 წლის 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.