საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, აბასთუმანში, მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.

140 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360 გრადუსიანი ხედით და ა.შ. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული სასტუმრო 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართი 25 000 კვ.მ-ია. შენობის არქიტექტურა ალპური ხასიათის მქონდე ფასადისაგან შედგება, რაც კარგად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს. მოსაპირკეთებელ მასალად კი ძირითადად მინის, ხისა და ქვის ფაქტურები იქნება გამოყენებული.

აღსანიშნავია,რომ პროექტის მშენებლობის ეტაპზე 300 ადამიანი დასაქმდება, ხოლო სასტუმროს ამოქმედების შემდგომ 250 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამჟამად, სასტუმრო მშენებლობის საწყის ეტაპზეა და 2020 წლიდან დამსვენებლების გამასპინძლებას შეძლებს. დღეის მდგომარეობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველოში მნიშვნელოვლად აღინიშნება სწრაფი ტემპით მზარდი ტურისტული ნაკადები, თუმცა ამ ტენდენციის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და ეს პროექტი სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების მოზიდვას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ახალი სამუშაო ადგილების შემქნას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ აბასთუმანი მდიდარია, როგორც სამკურნალო, ფთიზიატრიული კლიმატით, ასევე ჰიპერთერმული, მინერალიზებული წყაროებით და თერმული წყლებით, რაც ხელს შეუწყობს კლიმატურბალნეოლოგიური კურორტის აბასთუმნის პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.