2018 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 7,2%-ით გაიზარდა. საქართველოს სამივე აეროპორტში აფრენა-დაფრენის რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი – 22%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გაზრდილია გადაფრენების რიცხვი, რაც 2%-ით მეტია 2017 წლის იმავე მაჩვენებელზე.
“საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად Turkish Airlines INC-ი, Qatar Airways-ი, Thai Airways LTD-ი, Azerbaijan Airlines-ი (AZAL), Singapore Airlines Ltd-ი იყენებდნენ, ხოლო საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2018 წელს, ისევ Georgian Airways-ი, Turkish Airlines-ი, Wizz Air-ი, Ukraine International Airlines-ი (flyUIA) დაფიქსირდნენ.