10 წლიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიარეისები იწყება. პირდაპირი ფრენები თბილისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზზე 2 აპრილიდან დაიწყება. აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი განახორციელებს, რომელიც რეისებს კვირაში 3 სიხშირით: ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს  – Embraer 190-ის, Boeing 737-700-ის ან CRJ-100-ით ტიპის ხომალდებით შეასრულებს.

ფრენის ხანგრძლივობა 3 საათია.

ლიეტუვას აეროპორტის განმარტებით, ახალი მარშრუტი მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესისთვის ასევე ტურიზმის სექტორისთვის.

ლიეტუველი ექსპერტების შეფასებით კი ლიეტუვას მაცხოვრებლებმა საქართველოში მოგზაურობა შეიყვარეს და ამიერიდან საქართველოში მოხვედრა უფრო მარტივი გახდება. აღნიშნულ მიმართულებაზე ბოლო პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა.

დღეისათვის საქართვეოლოდან, კერძოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვილნიუსის მიმართულებით ფრენებს Wizz Air ახორციელებს.